ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლი-მონცას” მატჩზე ორი გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა.
საგულისხმოა, რომ კვარაცხელია მარადონას სახელობის სტადიონზე პირველად თამაშობდა, რა დროსაც მთელი სტადიონი მის სახელსა და გვარს სკანდირებდა.
როგორც ირკვევა ხვიჩას ფასი 10 მილიონით გაიზარდა და მისი საკუთარ გუნდში ხილვა საკმაოდ ბევრს სურს.
ამ ყველაფრის პარალელურად კი ტურინელები ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებენ:
- სამი გოლი გაიტანა და უკვე ფენომენია?
- ნეაპოლელთათვის ყველა ფენომენია, უნდა ვნახო ჩემი იუვენტუსის წინააღმდეგ რას იზამს.
- როცა იუვესთან ითამაშებს ზუსტი დარტყმაც არ ექნება.
- ნეაპოლში ამ ნახევრად ფეხბურთელის გამო აღფრთოვანებული არიან.
- კვირას ფლორენციაში კვარაცხელიას პირველი იმედგაცრუება იქნება.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ბომბარდირად დაასახელეს.
წყარო: კრისტალ სპორტი