იტალიაში, ტოსკანას რეგიონში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ქალბატონი, მზია ასლამაზიშვილი გარდაიცვალა. – ამის შესახებ ინფორმაციას ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართული სამრევლო ავრცელებს. ქალბატონი სწორედ ამ სამრევლოს წევრი და ტაძრის მგალობელი გახლდათ.
“გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი მზია (ასლამაზიშვილი) ჩვენი მგალობელი, ჩვენი სამრევლოს წევრი. ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას. გთხოვთ, ილოცეთ მისი სულისთვის,” – ნათქვამია ფლორენციის წმინდა ნინოს ქართული სამრევლოს ოფიციალურ გვერდზე.