ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში წამოწყებულ კამპანიას ეხმაურება და წერს:
“ის ცნობილი ტექსტი, რომელსაც აზიარებთ ასე რომ იწყება ” მე ეროვნებით ქართველი”
ვინც ეროვნებით ქართველი არ არის, მაგრამ საქართველოს, როგორც მის საკუთარ სამშობლოს კბილებით იცავდა და იცავს იმათ რას ვეუბნებით ამ ტექსტით?
იცით რამდენ არაქართველს ჩამოგითვლით ვინც ჩემზე და თქვენზე მეტს აკეთებს საქართველოსთვის?
მაგალითად აზერბაიჯანელი ბიჭი, რომელიც ქართულის მასწავლებელია. ებრაელი, რომელიც ახალციხეში ოთხასწლოვან საფლავს უვლის. შადი ჰადადი, რომელიც ქართული ცეკვის მასწავლებელია და უამრავი ასეთი დიდებული არაქართველი.
და ბოლოს, რუსეთი ოკუპანტია და პუტინი პირსისხლიანი დიქტატორი”, – წერს შარაშია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.