4-11 მაისი, საქართველოს მასშტაბით, უქმე დღეებად გამოცხადდა. ჯერჯერობით უცნობია, ვის შეეხება „უქმე დღეების“ დაწესება, თუმცა, „ლილო მოლის“ დირექტორი გიორგი კვარაცხელია ირწმუნება, რომ აღდგომის შემდეგ მთავრობის მიერ დაწესებული უქმეები ბაზრობას არ შეეხება. ინფორმაციას bm.ge-ი ავრცელებს.
„მსგავსი ინფორმაცია, ვინ უნდა დაისვენოს და ვინ – არა, არ არსებობს. ჩვენ – სავაჭრო ცენტრებს ეს თემა არ გვეხება. ჩვეულებრივად ვიმუშავებთ და ჩემი თანამშრომლებიდან ვინ დაისვენებს, ეს მათი გადასაწყვეტია.
ვისაც დასჭირდება, რეგიონში – წავა, ვისაც არა – არ წავა, ეს თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია და „ლილო მოლთან“ კავშირში არ არის. დასვენების დღე ნიშნავს დასვენების დღეს, თუმცა ამ დღეებშიც ჩვენ ვმუშაობთ. მაგალითად, კვირას „ლილო მოლი“ მუშაობს.
9 აპრილს დასვენების დღე იყო, მაგრამ ჩვენ ვმუშაობდით. უქმე დღეებთან კავშირში არ ვართ, ხოლო თუ რომელიმე თანამშრომელს ან ბაზრობაზე დასაქმებულს სურს დასვენება, ის დაისვენებს”, – განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ BM.GE-სთან საუბრისას.