ილონ მასკის მამა, 76 წლის ეროლ მასკი თანახმაა, გაჭირვებულთათვის სპერმა გასცეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხსენებული წინადადების ინიციატორი იყო ანონიმური ორგანიზაცია კოლუმბიიდან, რომელიც ხელოვნური განაყოფიერებითაა დაკავებული.
„კომპანიას კოლუმბიაში სურს, რომ სპერმა მივცე მაღალი კლასის კოლუმბიელი ქალების განაყოფიერებისთვის. ისინი ამბობენ: „რატომ უნდა წავიდეთ ილონთან, როცა შეგვიძლია ილონის შემქმნელთან წასვლა“, – თქვა ეროლმა.
მამაკაცი წინადადებას დათანხმდა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შესთავაზეს სპერმის უფასოდ გაცემა. ერთადერთი პრივილეგია, რომელსაც ის იღებს გარიგებიდან, არის კოლუმბიაში პირველი კლასის რეისით ფრენა და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავება. უფროსმა მასკმა აღნიშნა, რომ მზად იყო ასეთი ნაბიჯი გადაედგა, რათა კიდევ ერთი შვილი შესძენოდა.
„რატომაც არა? კიდევ ერთი შვილის გაჩენა რომ შევძლო. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ეს არ გავაკეთო“, – აცხადებს ილონ მასკის მამა.
როგორც ცნობილია, ეროლ მასკი სულ მცირე 7 შვილის მამაა, რომელიც მას სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს.