საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერი, გოგა ბითაძე ბელგიასთან მატჩის დროს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, სიარული უჭირს, თუმცა, თუ მცირედი შანსი მაინც ექნება, რომ ევრობასკეტზე ითამაშოს, ამას აუცილებლად გააკეთებს.
“თამაშის შანსებზე საუბარი უფრო ადვილი ხვალ იქნება, დღეს ცოტა მიჭირს სიარული და მოძრაობა, მაგრამ დღევანდელ და ხვალინდელ დღეს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მივხედავთ ტრავმას და თუ ვიქნები მზად და პატარა შანსიც იქნება, აუცილებლად ვითამაშებ”, – წერს ბითაძე და თან, ზემოთხსენებული თამაშიდან ფოტოებს აქვეყნებს.