ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
“საპარლამენტო პარტია ,,ევროპელი სოციალისტების” პოლიტსაბჭოს წევრი რუსულ კონფერენციაში მონაწილეობდა და აბსოლუტურად რუსული პროპაგანდისტული განცხადებებით გამოვიდა. კონფერენციაში მონაწილეობდა ალტ-ინფოსა და მეხუთე კოლონის სხვა წარმომადგენლებთან ერთად და სრული ჰარმონია ჰქონდათ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
ყურადღება გაამახვილეთ – ,,ევროპელი სოციალისტების” პოლიტსაბჭოს წევრი. ,,ევროპელი”. პარლამენტში გვიზის ეგ ძალა. ფრაქციაცა აქვთ.
ვიცინოთ და ვიტიროთ”, – წერს სანაია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.