ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია საკუთარ დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მე დავიბადე 29-ში, აგვისტოს თვეში.რკინიგზის საავადმყოფოს სამშობიაროში ისეთი სიცხე იყო, რომ თავად მფარველი ანგელოზებიც კი აკაციის ხის ჩრდილს აფარებდნენ თავს.მე დავიბადე და ვიტირე…დასიცხული ანგელოზები შემოფარფატდნენ და თავზე გადამისვეს მსუბუქი ფრთები…მას შემდეგ, როდესაც ვტირი, ყოველთვის ვგრძნობ თბილი ფრთების შეხებას,სხვა ისეთი არაფერი.ჰო, კიდევ, რაზეც მიოცნებია, ამსრულებია. არ ვიცი, ეტყობა, ჩემი ფიქრებიც იციან ჩემმა სერაფიმებმა. ამიტომ, ფიქრებშიც ვფრთხილობ ხოლმე.სხვა ისეთი არაფერი.ჰო, კიდევ, ერთი ქმარი, ორი შვილი, რვა შვილიშვილი, ბეევრი სიყვარული, საოცარი მეგობრები, სავსე პირადი ცხოვრება, წარმატებული კარიერა, გიტარა და ჩქარი ტაში, უამრავი რისკი, შიშზე გამარჯვების სიხარული, ჭაღარა თმაში და ბევრი სიბერის ნაოჭი.მადლობა ამისთვის და ჩემი გაძლებისთვის, ჩემო მფარველო ანგელოზებო.სხვა ისეთი არაფერი.ჰო, კიდევ, როდესაც ბოლოჯერ შემახებთ თქვენ თბილ ფრთებს, მინდა, რომ მეძინოს!თქვენი ხათუნა ხოფერია!“