ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2022-ის გამარჯვებული 18 წლის სტუდენტი, ნინო სოსელია გახდა, სწორედ ნინო წარადგენს ჩვენს ქვეყანას 30 აგვისტოს პრაღის ულამაზეს ციხესიმაგრეში მსოფლიო ფინალზე.
Elite Model Look 2022 აღნიშნავს არა მხოლოდ მსოფლიო ფინალის დაბრუნებას ჩეხეთის დედაქალაქში 2007 წლის შემდეგ, არამედ ლაივ ღონისძიების დაბრუნებასაც, რომელიც ორი წლის განმავლობაში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო ციფრულ ფორმატში ტარდებოდა.
100-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის ათასობით კონკურსანტიდან შერჩეული TOP 30 ფინალისტი და მათ შორის Საქართველოს გამარჯვებული ნინო სოსელია მონაწილეობას მიიღებენ ფინალური ღონისძიებისთვის დაგეგმილ ინტენსიურ მზადებაში. ფოტოგრაფები, თმისა და მაკიაჟის სპეციალისტები, გამოცდილი მენტორები გაუწევენ ფინალისტებს ინდივიდუალურ ტრენინგებს, ჩაუტარებენ ფოტოსესიებს, ინტერვიუებს და პოდიუმზე სიარულის გაკვეთილებს.
კონკურსანტებს უმასპინძლებს სასტუმრო Andaz Prague Hotel, 2022 წლის Elite Model Look World Final-ის ოფიციალური პარტნიორი. Andaz Prague – Hyatt-ის კონცეფცია არის სრულიად ახალი ძვირადღირებული ცხოვრების სტილის სასტუმრო პრაღის ისტორიული ცენტრის გულში. ორგანიზატორი ICMM.