გიორგი ქათამაძე ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მან ეროვნულ გამოცდებზე, ქართული ენისა და ლიტერეტურის გამოცდაზე 60-დან სამოცივე ქულა აიღო.
გიორგი TIA.GE-სთან ექსკლუზიურ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტზე აპირებს შემდგომში სწავლის გაგრძელებას.
როგორც წარმატებულმა აბიტურიენტმა გაგვიმხილა, გამოცდაზე დავალები მოეწონა და არც უნერვულია.
“უფრო მეტად მიხაროდა, რომ 12 წლის შრომის შედეგს ვნახავდი. ძალიან მომეწონა ის დავალება, რაც მქონდა – ფრაგმენტი ვეფხისტყაოსნიდან. მაქსიმალურ ქულას არ ველოდი, მეგონა, რომ რაიმე შეცდომა მექნებოდა გრამატიკულ ნაწილში. როცა გავიგე, რომ შედეგები დაიდო, ჩემს ძმასთან ერთად ვნახე და ძალიან გაგვიხარდა”, – განაცხადა ჩვენთან საუბარში გიორგიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.