რუსეთის ციხეში 51 წლის აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტი ალხას აგრბა გარდაიცვალა.
ალხას აგრბა, ცნობილი როგორც ალხას გუდაუცკი, ქრონიკული ღვიძლის ციროზით დაიღუპა. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
არსებული ცნობით, ალხას აგრბა 10-ჯერ იყო ნასამართლევი.
როგორც რუსთავი2 წერს, 40 წლის წინ იგივე ციხეში საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული “ქურდი” აფხაზეთიდან, ვალიკო სამუშია გარდაიცვალა ნაწლავის წყლულით.