ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ბავშვს ელოდება. ამის შესახებ ის “ფეისბუქზე” წერს.
მელუა წერს, რომ ორსული პირველ ტურნეს ციურიხში გამართავს.
“ჩვენ აქ ვართ, გუნდი, რომელიც ზაფხულის ტურნეს გზას დაადგა. ეს იქნება ჩემი, როგორც ორსულის პირველი ტურნე. ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა დავწერე. მივდივართ ციურიხში, სტრასბურგში, გერმანიის ექვს ქალაქსა და პალანგაში. ვაპირებ, რომ გავაკეთო ვიდეო დღიური, რათა აღვწერო ჩვენი მოგზაურობა და კონცერტები” – წერს ქეთი მელუა.