ვალერი მელაძის შუათანა ქალიშვილი, სოფიკო გათხოვდა. 23 წლის გოგონას რჩეული სავა ბაიბაკოვი გახდა.
გოგონას ქორწილიდან ფოტოები მისმა დამ, არინამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
პატარძალმა საქორწინო ცერემონიისთვის „ბოტეგა ვენეტას“ კრემისფერი მოკლე კაბა მოირგო.
შეგახსენებთ, რომ ვალერი მელაძეს პირველი ქორწინებიდან სამი ქალიშვილი ჰყავს. სოფიკოს და არინას გარდა მას კიდევ ერთი ქალიშვილი ინგა ჰყავს. 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ვალერი მელაძემ პირველ ცოლთან გაყრა გადაწყვიტა და ალბინა ჯანაბაევაზე დაქორწინდა, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა, ბიჭი და გოგონა.