ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ახლობელ ადამიანზე წერს, რომელიც ახლახანს გარდაიცვალა.
“სულ მეუბნებოდა “ამ ქვეყნიდან რომ წავალ, აუცილებლად მოდი და უკანასკნელ გზაზე გამაცილეო”..ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე მეშინოდა რომ ამ თხოვნას ვერ შევუსრულებდი… გუშინ სამეგრელოში მყოფმა შევიტყვე, რომ ეს წუთისოფელი დატოვა ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა, ჩემი ყრმობისა და ახალგაზრდობის ერთერთმა საუკეთესო მოგონებამ, ზუგდიდელმა მეზობელმა ბაბუცა გოგოხიამ, ვიღაცამ შეიძლება გაიფიქროს “მეზობელიო” , თუმცა ეს ნამდვილად ის შემთხვევა იყო როცა ბევრ სისხლით ნათესავს სჯობდა, იშვიათად მინახავს ასეთი თანდაყოლილი კეთილშობილებითა და ინტელექტით სავსე ქალი, მეგრული ზრდილობის, თავაზიანობის ეტალონი იყო.. სიტყვამოქარგულიც იყო და ტკბილმოუბარიც… ინტელიგენტი, ჩუმი და მშრომელი… მასთან საუბარს არაფერი ჯობდა, მისი ენაკვიმატი, სახუმარო ფრაზები ყველამ ვიცოდით სამეზობლოში… ბევრს აღარ გავაგრძელებ, მოკლედ ვიტყვი:- დიდებული ქალი იყო ბაბუცა გოგოხია, დიდებული და განუმეორებელი, რომელიც ძალიან დააკლდება ზუგდიდს”, – წერს კალანდია.