მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ბებიისა და პაპის საფლავზე გადაღებულ სურათს აქვეყნებს და წერს, რომ არ უყვარდა ასეთი სურათების დადება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როდესაც ხვდება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიტუაცია. შეგახსენებთ, გიორგი სუხიტაშვილი ხშირად დებდა ვიდეოებს პაპასთან ერთად გადაღებულს “მარტოპაპა”, ასე ერქვა მის ვლოგს. მომღერლის პაპა რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.
“ასეთი ფოტოების დადება არასოდეს არ მიმაჩნდა სწორად, ( ბოდიშს გიხდით თუ ვინმესთვის არასასიამოვნოა ასეთი ფოტოს ხილვა) თუმცა არის გამონაკლისები.
ეს ფოტო მამაჩემმა გადაიღო და ეხლახანს გამომიგზავნა, როდესაც წარმოვიდგინე მამაჩემის ადგილას ჩემი თავი ვიგრძენი რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ეს სცენა, მისი შვილი მისი მშობლების საფლავზე.
სიყალბეზე მეტად არაფერიბარ მეზიზღება, ბევრისთვის ეს ფოტო სიყალბედ ან უადგილოდ აღიქმება რადგან ვერ დაუშვებენ იმას რომ თითოეული კადრი მნიშვნელოვანია რომელიც გვახსენებს იმ დროინდელ განცდებს და შეგრძნებებს.”