„მთავარი არხიდან“ „ტვ პირველის“ ეთერში „ვანოს შოუს“ გადასვლის ფაქტს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე ეხმიანება. ის წერს, რომ „მთავარი არხისა“ და მისი თანამშრომლებისთვის „ვანოს შოუს“ გუნდი უძვირფასესია და მათ არმატებას უსურვებს.
“წარმატებას ვუსურვებ “ვანოს შოუს” ტვ პირველზე. ეს გუნდი, მისი თითოეული წევრი ძალიან ძვირფასია ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, “მთავარის არხის” ყველა თანამშრომლისთვის. დღეს ოპოზიციური არხები ერთი მთავარი მიზნისთვის ვიბრძვით, რაც შეუდარებლად უფრო მნიშველოვანი და ღირებულია, ვიდრე ერთმანეთთან (ბუნებრივი) კონკურენცია. შესაბამისად, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, მათ შორის რეიტინგებითაც. ამიტომ, სეზონის დასაწყისში დიდ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ძვირფას მეგობარ არხებს “ტვ პირველს” და “ფორმულას”, “კავკასიას” და ჩემს უსაყვარლესს “მთავარ არხს”, რომლის თანმაშრომლებმა წარმოუდგენელ სტრესს გაუძლეს, განსაკუთრებით ნიკას დაჭერის შემდეგ. ასეთი გმირობის ფონზე “მთავარი არხი” გადარჩა და ვუსურვებ ჩვენს თავს, რომ ძალიან წარმატებული სეზონი დაგვეწყოს” – წერს კვესიტაძე