ერევნის მერის ინიციატივით, დედაქალაქის მოსახლეობას ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში, 07:00 საათზე, ქალაქს მუსიკის ხმა გააღვიძებს. ამის შესახებ ჰრაჩია სარქისიანი “ფეისბუკზე”-ზე წერს.
“მუსიკას, რომელიც ერევნის მერიის საათიდან გვესმის, ამიერიდან დედაქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში დილის 07:00 საათზე გაიგებენ. ამის გარდა, ჩვენს თანაქალაქელებს შესაძლებლობა ექნებათ დღის განმავლობაში თვალი ადევნონ დროსა და ჰაერის ტემპერატურას ახალ LED-ეკრანზე, რომელიც სპენდიაროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სახურავზე დაიდგმება”, – წერს სარქისიანი.