გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო რამაზ დავლაძე, რომელსაც გასულ წელს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაეღუპა.
დავლაძემ სამების ტაძარში შინაგან საქმეთა მინისტრს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, თანამშრომლებს მიუსამძიმრა.
“თბილისში ჩამოვედი, მადლობა მინდა გადავუხადო მათ და უკანასკნელ გზაზე გავაცილო”, – ამბობს ის.
ცნობისთვის მაშველები, რომლებიც გუდაურში ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ, ბათუმში კორპუსი ჩამონგრევის დროს სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს გუდაურში სამაშველო თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.