კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს:
,,23 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, კეკელიძის ქ. N24-თან წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 23 აგვისტოს 12:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: უიარაღოს, ნოსტეს, ძმობის, კახიანის, კეკელიძის, წრომის, ასათიანის ქუჩებს”.
ამასთან, კომპანიის ცნობით, 23 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, წავკისის ველში, ჯოხაძის ქუჩაზე ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
“აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 23 აგვისტოს 12:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
წავკისის ველში: ჯოხაძის, აბაშიძის, ბაღდავაძის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.