ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს რაც არ უნდა ვაკეთო, სულ ერთ რამეზე ვფიქრობ.
2018 წელს ჩემი ასაკის ან უფრო უმცროსმა გოგომ ბავშვი გააჩინა მშვიდობიან, თავისუფალ, ევროპულ ქვეყანაში. ღამეები უთია, ბაღში წაიყვანა, ცენტრში დაბადების დღეებს უხდიდა, სტაფილოს უწურავდა, სასრიალოსთან ყარაულობდა და მარტში დაუხვრიტეს საკუთარ ქალაქში.
4 წლის ბავშვი დახვრიტეს – ეს წინადადება ბუნებაში როგორ შეიძლება არსებობდეს?!”, -წერს ცხომელიძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.