,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
,,21 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, კრწანისის რაიონში, ხონელის ჩიხი N5-ის მიმდებარედ წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 21 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში – გრიშაშვილი, ცურტაველის, ბერძნის, ნადიკვარის, თელეთის, ბააზოვის, ვეზიროვის, შატაიძის, მეფისაშვილის, წალკის, გიორგი მერჩულეს, მოსე ხონელის, საბანიძის, ლორთქიფანიძის, ეფრემ მცირის, ოფრეთის, კალანდაძის ქუჩებს, ორთაჭალის ქუჩას და შესახვევებს, სოღანლუღის, ალგეთის, ქუმსიაშვილის, დეკაბრისტების, ნ. ტაბიძის, მელქაძის და მარტვილის ქუჩებს.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.