სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“დიდი ბოღმით სავსე პატარა ტვინებს არ შეუძლიათ აღიარონ ობიექტური რეალობა – მიხელ სააკაშვილი ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ ასე სჭირდება გაიძვერა ოლიგარქს და მის არჩეულ საგარეო ვექტორს“, – წერს დევდარიანი “ფეისბუქი” – ს პირად გვერდზე.