ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად, დედის მიერ დატოვებული ოქროს რგოლის ბეჭედსა და ჯილდოს მონეტას ყიდის.
“უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად გადავწყვიტე გავყიდო დედის მიერ დატოვებული ოქროს რგოლის ბეჭედი და ჩემი ჯილდოს მონეტა.
ალბათ, 2500 ლარი საკმარისია.
დედა, ეს შენც გაგიხარდებოდა. მაპატიე, მაგრამ ახლა მეტი არაფერი გამაჩნია.
დიდება უკრაინას…”, – წერს აფხაზავა “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.