ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში, შუაღამისას დათვი ორ ოჯახში შეიპარა – ჯერ ბესიკ არობელიძის ეზოში შევიდა, გვიან ღამით, სკები ააყირავა და თაფლი მიირთვა. შემდეგ კი გოგიტა ქავთარაძის ფუტკარებსაც მიადგა. თუმცა, როგორც ოჯახში ამბობენ, მათ მხოლოდ გადაყირავებული სკები დახვდათ. თაფლი კი შეჭმული არ იყო.
“ეტყობა, ძაღლმა დაიყეფა ან რაიმე ხმაურზე შეშინდა და გაიქცა. თორემ მეზობელთან სულ შეჭამა თაფლი” -გსნსცხსდს გოგიტა ქავთარაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას
“ასეთი ცუდი ამინდი, ასე წვიმიანი ზაფხული არასდროს გვახსოვს. ნადირიც გადაირია და შემოვარდა ეზოებში. ყურადღება გვმართებს, შინაური პირუტყვიც არ შეგვიჭამოს” – აცხადებენ ადგილობრივები