საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ქსნის დაწესებულების ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„გვყავს გარდაცვლილი პატიმარი. მასთან დაკავშირებით ინფორმაცია, პირველ იანვარს, სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულლებამ გამოაქვეყნა.
როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს და მე-7 დღეს მდგომარეობა დამძიმდა. ის სწორედ ამ კლინიკაში გარდაიცვალა“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.