თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ გიორგი დიდებაშვილს მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს უძღვნიან. 21 წლის ახალგაზრდა გიორგი დიდებაშვილი ლეიკემიას ებრძოდა. მას ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროებოდა.
“რა უნდა დავწერო, არ ვიცი, გული გამეყინა, ძალიან, ძალიან მწარეა. გიო, ჩემო კეთილო და ჭკვიანო, მიყვარხარ, შენთან გატარებული ყოველი წუთი, ყველა საუბარი, რჩევა, დახმარება, შენი იუმორის გრძნობა სულ მემახსოვრება. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ სადღაც უფრო მაგარ ადგილას ხარ შენი ფანტაზიებივით ნათელ და ლამაზ სამყაროში, ფიზიკური და სულიერი ტკივილებისგან შორს”.
“სამყაროში არავითარი კანონი არ არსებობს. გვაპატიე, რომ ვერ გიშველეთ”.
” ვერც ვიფიქრებდი, რომ ეს ვერაგი დაავადება დაგამარცხებდა ასეთ ძლიერ ადამიანს!
ნამდვილად გამორჩეული ადამიანი და სტუდენტი იყავი!”, – წერენ სოციალურ ქსელში გიორგი დედაბაშვილის მეგობრები.
ამავე თემაზე: თურქეთის კლინიკაში დაღუპული გიორგი დედაბაშვილის ემოციური ვიდეო