“იმედის კლინიკა” მეან-გინეკოლოგი, ასოცირებული პროფესორი გივი მაყაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია კლინიკის Facebook გვერდზე გავრცელდა.
“იმედის კლინიკის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს ღვაწლმოსილი, “იმედის კლინიკის“ მეან-გინეკოლოგი გივი მაყაშვილი. “იმედის კლინიკა” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.