დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა. ბევრმა აბიტურიენტმა გამოცდა უმაღლესი ქულებით დაამთავრა, მათ შორის არის ნათია გულედანიც.
ნათია თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. წარჩინებული მოსწავლე პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის” გამარჯვებულიც არის.
გამოცდაზე წარმატებულმა აბიტურიენტმა მაქსიმალური – 60-დან 58 ქულა აიღო.
მას ასევე წარმატებული ორი სტუდენტი ძმა ჰყავს.