ექსპერტი, დავით ქართველიშვილი მეგობარზე დაყრდნობით სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
“ძირითად კერებს მოვერიეთ…ბიჭებმა სასწაული ჩაიდინეს…თუ ქარმა არ გვიღალატა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ძალიან დიდ უბედურებას ვართ გადარჩენილები…ვერ გირეკავდი ეს ორი დღე, არც იჭერდა და ვერც ვიცლიდი…” – მაგარი კაცი მყავს ხვიჩა, მეგობრად და მეზობლად, უძლიერესი მაშველია, ბორჯომიდან დამირეკა დილით”, – წერს ქართველიშვილი.
შეგახსენებთ,რომ ბორჯომში რამდენიმე დღეა ხანძარია. შსს-ს ცნობით, მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ადგილზე ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია. დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება. ასევე, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი