მოქალაქე ანუკა მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბანერი წარწერით – “რუსეთი ოკუპანტია, აქ არ არის თქვენი სახლი და არც არასდროს იქნება” – ბათუმში, ზღვაზე რუსმა გოგომ დაუხია.
ანუკა მაისურაძე ფაქტის ამსახველ ფოტოებს “ფეისბუქზე” აქვეყნებს.
“ჩემი ბანერი, რომელიც თბილისიდან წამოვიღე, რომ ჩემი პროტესტი გამომეხატა ასეთი ფორმით, ზღვაზე რუსმა დამიხია….
რუსი გოგომ მოვიდა, აიღო და დახია… რა უფლებით გიდევს ეს აქო?
ერთი ქართველი კაცი მოვიდა და მეჯაჯგურებოდა ჩამოხსენიო….
რაზე უნდა ვილაპარაკო საერთოდ ან რას აქვს აზრი? რა უნდა გავაკეთო?” – წერს ანუკა მაისურაძე.