მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ბათუმში არსებულ ვითარებაზე წერს, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქე იმყოფება.
როგორც თიკა ჯამბურია განმარტავს, მომსახურების სფეროს წარმომადგენელი ქართველები, ქართველებსაც კი რუსულად ელაპარაკებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა ისევ ჩვენსავე განათლებაში, კულტურასა და შეგნებაშია.
„ძალიან ლამაზი ქალაქია ბათუმი. ვგიჟდები, ისე მიყვარს, მაგრამ ჩვეულებრივი რუსეთის კოლონიაა. გარდა იმისა რომ ქართველებზე მეტი რუსები არიან, ქართველები (მომსახურების სფეროს წარმომადგენლები) ქართველებსაც კი რუსულად გველაპარაკებიან.
რომ გამოვთქვი პრეტენზია არ დამელაპარაკოთ რუსულად-თქო, დამესივნენ ქორებივით, საიდან გავიგო მე სადაური ხარო. ანუ მთავარი პრობლემა ისევ და ისევ ჩვენშია, განათლებაში, კულტურაში და შეგნებაში“, – წერს თიკა ჯამბურია.