ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ლელა წურწუმიას კონცერტის რეპეტიციაზე გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც წურწუმიას ბენდის ბექ-ვოკალისტი, გიორგი თორაძე შუა სიმღერისას გაშიშვლდა.
რატიო “ფორტუნა” გიორგი თორაძეს გაესაუბრა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კითხვაც დაუსვა.
“არ ვფიქრობ, რომ ეს არტისტული გამოვლინებაა. ზოგადად, ყველაფერში, მით უმეტეს, ხელოვნებაში, მეგობრობასა და სიყვარულში ყველაზე მთავარი გულწრფელობაა. როგორც მე ვიქცევი რეპეტიციასა თუ კონცერტზე, ეს არის ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება იმ წამისადმი. ეს არის ვიდეო, რომელიც ბათუმშია გადაღებული, რეპეტიციაზე, როცა ხმას ვასწორებდით.” – განაცხადა გიორგი თოდაძემ