განაში “მარბურგის ვირუსით” ორი ადამიანი დაინფიცირდა და გარდაიცვალა. ეს ინფექცია ვირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც ებოლას იწვევს. ორივე ინფირიცებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა – BBC ავრცელებს
დასავლეთ აფრიკის ჯანდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, 98 ადამიანი ახლა კარანტინში იმყოფება.
ამ ეტაპზე ვირუსის სამკურნალო საშუალება არ არსებობს, მაგრამ როგორც ექიმები აცხადებენ, ბევრი წყალი და გარკვეულ სიმპტომებზე მკურნალობა გადარჩენის შანსებს ზრდის.
რა არის მარბურგის ვირუსი და როგორია მისი სიმპტომები?
მარბურგის ვირუსი არის მძიმე, მომაკვდინებელი ინფექცია, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, ცხელება, კუნთების ტკივილი, სისხლიანი ღებინება და სისხლდენა.
ვირუსი ადამიანს შეიძლება გადაედოს მღრღნელისგან ან ხილის ღამურისგან. ასევე ვირუსი ვრცელდება თავად ადამიანებს შორისაც სითხის გადაცემის გზით, ასევე ზედაპირთან და მასალებთან პირდაპირი კონტაქტის დროს.