ტრაგედია ხელვაჩაურში, ე.წ. ოცნების ქალაქში – ახალგაზრდა მამაკაცი ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას ამავე დასახლებაში მცხოვრები მოქალაქე ავრცელებს.
“მეგობრებო, 25 ბატალიონში მცხოვრებ თორნიკე ბოლქვაძის ოჯახში გლოვის ზარია. ყველას გული გვატკინა, დასახლებაში, დიდი ტკივილია, სიცოცხლით გაუმაძღარ ბიჭს უდროოდ შეუწყდა სიცოცხლე. მთელი დასახლება მათ ეზოს ტრიალებს, ცრემლად იღვრება დიდი თუ პატარა, მთელი გულით ვუთანაგრძნობ, თავისი მშობლები განადგურებული რომ ვნახე, ვერაფრით ვანუგეშე.
ამ დასახლებაში მეექვსე ვაჟკაცია რომელიც წყალში დაიხრჩო, რა ვთქვა სიტყვები არ მყოფნის, სიმწარე რიგითობით მაქვავებს, აქ ხომ ყველა კეთილ მოწყობილ ბინას ოცნებობენ, ზოგისთვის ეს ბინა სუდარად იქცა,ეხხხხ” – წერს მარინა ბერიძე.