კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლემ, 18 წლის ნიკა ვარდოშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო.
ის გამოცდებზე რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე გავიდა ოთხივე გამოცდაში უმაღლესი შედეგი აჩვენა.
- ქართული ენა და ლიტერატურა – 59/60
- მათემატიკა 49/51
- ფიზიკა 61/63
- ინგლისური 79/80
“ორი ფავორიტი პროფესია მაქვს, ერთი არის კომპიუტერული მეცნიერებები და მეორე არის ქიმიური ინჟინერია. ბავშვობიდან განსაკუთრებით მაინტერესებდა ფიზიკა და მათემატიკა, ამიტომ ჩავაბარე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში. გარემომ, განსაკუთრებით მასწავლებმებმა და ჩემმა მეგობრებმა განაპირობეს ის, რომ არ დამჭირდა რეპეტიტორებთან მომზადება. გამოცდებისთვის საკმაოდ ბევრს ვმეცადინეობდი და ყოველთვის ვცდილობდი, გაუგებარი საკითხი არ დამეტოვებინა”, – ამბობს ნიკა ვარდოშვილი Palitravideo-სთან ინტერვიუში.