ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აბიტურიენტებს მიმართავს:
“ხვალიდან ეროვნული გამოცდები იწყება
აბიტურიენტებისთვის იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ცხოვრებაში ქულები ბევრს არაფერს ნიშნავს. ალბათ ერთ-ერთი მაქსიმალისტი ადამიანი ვიყავი, ვისი სამიზნეც 100%-იანი ქულები იყო, მაგრამ საბოლოოდ შემიძლია გითხრათ, რომ წარმატება და ბედნიერება ყველა უნივერსიტეტიდან მიიღწევა, სადაც არ უნდა ჩააბაროთ. მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის და შრომა გიყვარდეთ, კარგი შედეგი აუცილებლად იქნება
პ.ს. ქიმია-ბიოლოგიის ჩემს მომავალ აბიტურიენტებს ასევე წარმატება” – წერს ექიმი
შეგახსენებთ, რომ დღეს 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საკვირაო ქადაგების დროს კი საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა.