ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი შეისყიდა… აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან? – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი ვარაუდით, ლარი გაუფასურდება.
“ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი შეისყიდა
აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?
დიიახ, გაუფასურდება ლარი !!
ლარი ზედმეტად მყარდებოდა და როგორ შეიძლება ადამიანებმა ამოისუნთქონ !!
არარის დარევანდელი მონეტარული პოლიტიკა იმ სიძლიერის, რომ მარტივად აიტანოს 40 მლნ დოლარის დანაკლისი.
ჯობს მიუშვა და დაიჭიროს ბუნებრივი წონასწორობა ვიდრე ხელოვნურად რეგულირდებოდეს.
ბუნებრივი წონასწორული წერტილი ბევრად ეფექტურია ეკონომიკისათვის და ბევრად სტაბილური ბიზნესისთვის ვიდრე პოლიტიკურ ნიავზე და სტრუქტურებზე დაფუძვნებული ვალუტის კურსი.
P.S. საქართველოს ეკონომიკა, რომელიც არის სუსტი და აქვს 11% – იანი ინფლაცია ვერ შექმნის “ხელოვნურ” კურსს!! არ გვაქვს მაგის ფუფუნება!!” – წერს აბესაძე